ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში რეკორდული რაოდენობის კანდიდატები არიან წარდგენილი

ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნომინანტია წარდგენილი. ამ დროისათვის მონაცემი რეკორდულია და ის 376 კანდიდატს შეადგენს. ნომინანტებს შორის 228 ადმიანი და 148 ორგანიზაციაა. წინა რეკორდი ნომინირებულთა რაოდენობის მხრივ 2014 წელს დაფიქსირდა, მაშინ ნობელის მშვიდობის პრემიაზე 278 კანდიდატი იყო წარდგენილი.

თავად ნობელის პრემიის კომიტეტი არ ასაჯაროვებს იმ პირებს ვინც სიაში ხვდება, თუმცა ამ ინფომაციის გასაჯაროვება შეუძლიათ მათ ვინც კანდიდატების წარდგენას ახდენს. The Wall Street Journal-ს ინფორმაციით, კანდიდატებს შორის მოხვდნენ ედვარდ სნოუდენი და დონალდ ტრამპი.

იტვირთბა....