ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იცოდა თუ არა 15 წლის მოზარდის დედამ, რომ მამა საკუთარ შვილზე სექსუალურად ძალადობდა – რას ყვებიან ადგილობრივები

კახეთში, სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული – საქმე ეხება 15 წლის გოგოს, რომელზეც სავარაუდოდ მამამ იძალადა.

ფაქტის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

“ვუკავშირდებოდი ყველა შემთხვევაში, როცა ბავშვი აცდენდა, უბრალოდ ხშირად ავადმყოფობდა. ვირუსები ემართებოდა. რაღაცა დაუზუსტებელი საუბარი იყო, რამაც მე გამიჩინა ეჭვი. იყო რაღაც ეჭვის დონეზე ინფორმაცია, შესაბამისად ჩემი მოვალეობა შევასრულე და მიმდინარეობს გამოძიება,” – აცხადებს სკოლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

სოფელში, მამის მხრიდან 15 წლის შვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ გაიგეს ადგილობრივებმა.

მათ მეტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა “კურიერთან” საუბარში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მამის მხრიდან 15 წლის შვილის გაუპატიურების რამდენიმე ფაქტი ფიქსირდება, რის შესახებაც იცოდა დედამ და ოჯახის სხვა წევრებმაც, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებდნენ.

“გაუუპატიურებია თავისი შვილი. ცოლი ყოფილა გურჯაანში საავადმყოფოში, ბავშვი ჰყოლია იქა და ამ კაცს უძალადნია. მეორე დაც ყოფილა იქ ოჯახში და უყურებია, რომ აუპატიურებდა. გამოვიდა მერე ეგეთი ამბავი. რომ გაიგეს დაიჭირეს, წაიყვანეს ეს კაცი. ის გოგო კიდევ საავადმყოფოში წევს“, – ამბობს ადგილობრივი.

იტვირთბა....