იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ საგანგებო სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან 4 მოსამართლის დასანქცირებაზე გააკეთა შეფასება და მათი მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენა ითხოვა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც ამ ნაბიჯებს მოჰყვა, სასამართლოში დიდ დაძაბულობას იწვევს:
“საკმაოდ მძიმე ნოტაზე ვხსნით საბჭოს დღევანდელ სხდომას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის მდივნის მიერ, ჩემი კოლეგების მიერ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რამეთუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე და საბჭოს თავჯდომარე, მინდა ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ასევე ვთხოვო საზოგადოებას, რომ ნუ გამოიტანენ ნაადრევ დასკვნებს, მე კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდ იმეტს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული, გაეცემა და მე ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო” – თქვა ნინო ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ქართველი მოსამართლე – ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორპუფციული საქმიანობის გამო დაასანქცირა და მათ მათ ოჯახებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
უწყების განმარტებით, დასანქცირებულმა მოსამართლეებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.