aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ამბასადორში ხანძარი სტუმარმა გააჩინა, ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა – შსს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო ამბასადორის ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....