„გირჩის“ ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა მედიასთან ოპოზიციური პარტიების ბოიკოტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ეს ნაბიჯი 1ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და მას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
„რატომ ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებას“? ეს მათი სისულელის შედეგია, მოსყიდულები არიან, თუ ვერ ხვდებიან, პოლიტიკაში რა აკეთონ, თავად უნდა ახსნან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია. „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობაა და ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდების იმედზეა, არ აღელვებთ მათი ბედი, ის, რომ ახალგაზრდებს წაიყვანენ და უფასო მუშახელად გამოიყენებენ. ჩემი აზრით, არაგულწრფელობა და პოლიტიკისგან დისტანცირება სულ მცირე პოლიტიკურად დასჯადი უნდა იყოს. მგონი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცოტა პოლიტიკოსია და არ ესმით, პარლამენტში რა უნდა აკეთონ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

