aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა – გოცირიძე ბოიკოტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის ოპოზიციის ბოიკოტის საკითხს ეხება.

გოცირიძის თქმით, თუკი ოპოზიცია პარლამენტშია, ის ჩართული უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველა პროცესში.

„ბოიკოტისტობა რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები:)). არიან ნახევრადბოიკოტისტებიც-
“პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ”? დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა-მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.
თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.
ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება?
ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაცივება იცის“ , – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....