ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, თუ კონკრეტულ დეპუტატებს წასვლა უნდათ, წავიდნენ – კალაძე

კახა კალაძე ირწმუნება, რომ “ქართული ოცნებას” უმრავლესობის დაკარგვის საფრთხე არ ექმურება. დედაქალაქის მერის თქმით, თუკი რომელილმე დეპუტატს სახელისუფლებო გუნდიდან წასვლა სურს, ეს მათი არჩევანია.

უმრავლესობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი დატოვონ პარტია “ქართული ოცნება”, ეს მათი უფლებაა. არანაირი შეზღუდვა არ იქნება, – თქვა კალაძემ.

სამი დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდიდან კონკრეტული დეპუტატები მიდიან. ამის მიუხედავად ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის , დავით სერგეენკოს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას რაიმე სახის განცხადება ამასთან დააკვშირებით არ გაუვრცელებიათ. დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა “ქართული ოცნებიდან” წავიდნენ, დღეს არც სამსახურში მისულან.

იტვირთბა....