ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ქარის მიერ გატაცებულ ბატუტზე ძმები თამაშობდენენ, 9 წლის ძმა დაიღუპა, მეორე კი მძიმედა

9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. მძიმეა ამ ბავშვის ძმის, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელთან ერთადაც ის ბატუტზე იყო. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.

ძმები წუხელ დაშავდნენ – ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევა გვიან საღამოს, 23:00 საათის შემდეგ მოხდა. ბავშვების დედა უკრაინელია, მამა – ქართველი.

ატრაქციონის მოიჯარეებს ბათუმის ბულვართან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. როგორც ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს – განცხადება მოგვიანებით გააკეთდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

წყარო:რადიოთავისუფლება

იტვირთბა....