ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა” – ირაკლი კობახიძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა თა­ვი­სი 3 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­ა­კე­თა: ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ აგენ­ტო­ბა სა­თა­კი­ლოა, ყვე­ლამ გა­ი­გო იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც არა­სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და ის, რომ ვე­რას­დროს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა “ბა­კუ­რი­ა­ნის გეგ­მა“.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ “ხალ­ხის ძა­ლას“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­ა­კე­თა სხვა­დას­ხვა თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ აგენ­ტო­ბა არის სა­თა­კი­ლო საქ­მე, ვისი აგენ­ტიც არ უნდა იყო, ეს არის პირ­ვე­ლი მიღ­წე­ვა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის. ასე­ვე, ყვე­ლამ გა­ი­გო იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა არა­სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა სცე­ნი­დან, რაც არ არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი საქ­მე. ასე­ვე, რო­გორც არის გა­უ­ყალ­ბე­ბე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა,

PVT-ის გა­ყალ­ბე­ბა, ეკ­ლე­სი­ის გი­ნე­ბა, ლგბტ პრო­პა­გან­და, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ე.წ. სა­ზღვარ­თან. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არი­ან არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აგენ­ტე­ბი, არა­მედ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი – ეს არის მე­ო­რე ინ­ფორ­მა­ცია, რაც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა გა­უ­ზი­ა­რა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ძა­ლი­ან ცხა­დად და მკა­ფი­ოდ. და მე­სა­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, რაც აქვს ამ კა­ნონპ­რო­ექტს, არის ის, რომ ვე­რა­სო­დეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა “ბა­კუ­რი­ა­ნის გეგ­მა“ ანუ NGO-ების ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვე­რა­ვინ და­აბ­რუ­ნებს. ეს არის სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, რაც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა მო­ი­ტა­ნა. ამის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი “ხალ­ხის ძა­ლის“ გუნდს, რო­მელ­მაც და­ა­ი­ნი­ცი­რა და თი­თო­ე­ულ დე­პუ­ტატს, რო­მელ­მაც მხა­რი და­უჭ­რია პირ­ვე­ლი მოს­მე­ნის დროს ამ კა­ნონპ­რო­ექტს“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

იტვირთბა....