საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი სამხარაძემ მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ უკან წაიღებს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.
დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო.
1 მომხრე, 35 წინააღმდეგი წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
კანონპროექტმა კანონად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა, შესაბამისად ჩავარდა.
ის ერთი დეპუტატი, ვინც კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა, სწორედ დიმიტრი სამხარაძე იყო.
ქართული ოცნების სხვა დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილებდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერებმა მისცეს.