თბილისში, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოდიოდა, დანარჩენები სკანდირებდნენ – “სოხუმი“, სოხუმი.“ აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში პოპულარული გახდა და განხილვის თემად იქცა.
ვიდეომ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ყურადღება მიიქცია. მან აღნიშნულ თემას “ტელეგრამში” პოსტი მიუძღვნა.
“თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: “სოხუმი! სოხუმი”. სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.
1. სენტიმენტების დრო არაა
2. თბილისში არაა კიევ-პეჩერის ლავრა
3. ჩვენში არავინ და არასდროს მიიჩნევდა თავს ქართველებთან ერთიან ერად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა “თბილისის რუსეთი“. ასე, რომ ეს ტყუილად წამოიწყეს. შეეცოდებინათ ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მცხოვრებები, რადგან როგორც ჩანს, ისინი თავის თავს არ იცოდებენ”, – წერს სიმონიანი.