„ვისაც უნდა დამკითხოს, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია, ყველა გზავნილი სახეზეა და გამგები გაიგებს.
“ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია. ყველა დოკუმენტი და ყველა გზავნილი სახეზეა და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს, ვისაც შეუძლია წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, როგორც პირველ კლასში ასწავლიან, ისე გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ ყველასთან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.