“ალტ-ინფოელი “ვაჟკაცები” თავს დაესხნენ ჩემს ცოლ-შვილს და დაუმტვრიეს მანქანა” – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას დამფუძნებელი დავით ქაცარავა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. თავდამსხმელებს ის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ რედისონის მიმდებარედ ელოდება.
ახლა დამირეკა ჩემმა მეუღლემ, ნახევარი საათის წინ, ალტ-ინფოელი “ვაჟკაცები” თავს დაესხნენ ჩემს ცოლს და ჩემს შვილს და დაუმტვრიეს მანქანა. ჩემი ცოლი და ჩემი შვილი ისხდნენ მანქანაში. და თქვენ, თქვე ლაჩრებო და არაკაცებო, დაესხით თავს ჩემს ოჯახს, ცოლს და შვილს. ახლა აქედანვე გეუბნებით, ვინც ხელი დაარტყა მანქანას, ვინც ჩემს ცოლ-შვილს დაესხა, გამოე*ესლეთ ეხლავე, რედისონთან გელოდებით. მე მოვალ ახლა მარტო და ვინც ხელი დააკარეთ, მოე*ესლეთ და ბოდიში მოიხადეთ, – ამბობს ქაცარავა.