მდინარაძე ადასტურებს, რომ აგენტების შესახებ უკვე გასულ კანონს ჩააგდებენ. , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიაში უკვე გააგზავნა წერილი და “აგენტების შესახებ კანონპროექტი” უკან გამოითხოვა.
მისივე განმარტებით, კანონპროქეტს უკან გაწვევის პროცედურული წესები აქვს – ის საპარლამენტო სესიაზე მეორე მოსმენაზე გავა და ყველა დეპუტატი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას. მდინარაძის განმარტებით, ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს ეხება.