სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“”ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, მე დამეკისრა დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. მე მინდა ამისთვის ყველა თქვენგანს, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მადლობა გადაგიხადოთ. ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად გამოვედი, რომ ძალიან მამაც სამ ქალს გადავუხადო მადლობა, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, ერთი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა, ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ქალების იმედი უნდა გვქონდეს, რომლებიც ბერვად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ მე ვერ შემომხედავდა თვალებში. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ, და მე გავაკეთებ ყველაფერს რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ძალიან საპატიო სახელი ჰქვია, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი”, – თქვა ლევან იოსელიანმა.