ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რამდენი ათასი მომიტინგე იყო გუშინ აქციაზე? – ზუსტი რაოდენობა

ამ წუთებში რუსთაველზე მშვიდობიან აქციაზე უამრავი მოქალაქეა გამოსული – ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, თუმცა გთავაზობთ 20 ივნისის აქციისაას “ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით მიღებულ ციფრს.

დღესაც იმავე რაოდენობის ხალხია გამოსული – მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 160 000.

გამოთვლის მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე.

20 ივნისს “შინ, ევროპისკენ” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას.

საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს.

ჩვენს გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები. ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.

მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 20 ივნისის და დღევანდელი, 8 მარტის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.

აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ფოტო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....