ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება.
„ასე მუშაობს პირდაპირი დემოკრატია: როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა გასულიყო კონსტიტუციის ფარგლებიდან და ამით მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ხალხმა დროებით დაიბრუნა ძალაუფლება, აიძულა ხელისუფალი დაბრუნებულიყო კანონიერების ფარგლებში და აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი“, – წერს ხუხაშვილი.