ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს ეს ახალგაზრდები არიან საქართველოს ჯარისკაცები” – ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

“დღეს ეს ახალგაზრდები არიან საქართველოს ჯარისკაცები. ეს ის თაობა და ის ხალხია, ვინც ტელე იმედს არ უყურებს. ისინი ხელისუფლების პროპაგანდის მიღმა დგანან, მათთან ირაკლი კობახიძის ენით ლაპარაკი კონტრპროდუქტიულია. არ იციან ქოცებმა მათი ენა და არ ვიცი რა უნდა ელაპარაკონ, გარდა ძალის ენისა. ძალის ენაც კონტრპროდუქტიულია, უფრო მეტად აბრაზებს ახალგაზრდებს. რამდენს დაიჭერენ? ყველას ვერა.

ამიტომ, დღეს უფრო იმედიანად ვარ, ვიდრე გუშინ და გუშინ უფრო იმედიანად ვიყავი, ვიდრე გუშინწინ.

და კიდევ, მნიშვნელოვანი: თავი შეიკავეთ ისეთ აბსურდულ პროპაგანდაზე აყოლისგან, როგორიც არის “შუშა როგორ ჩაამტვრიეს და ქვა როგორ ისროლეს”, “ფოთოლი არ უნდა ჩამოვარდეს ხიდან” და მსგავსი სისულელეები.
ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. გადათელეს კონსტიტუცია, ფეხებზე დაიკიდეს მოსახლეობის 80%-ის არჩევანი, მიაფურთხეს ისტორიულ გზას და ბრძოლას, ქვეყანა მიყავთ ბელარუსის გზით.
ქვეყანაში არ მუშაობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ. ამიტომ, წინააღმდეგობის ყველა ფორმა ლეგიტიმურია და სხვა გზა არც არის. ამ 18-22 წლის ახალგაზრდებს კიდევ 100 წელი უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება და ეს ბრძოლა განსაზღვრავს მიეცემათ თუ არა ამის საშუალება.”

იტვირთბა....