ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვეუბნები, საქართველო ქვეყანაა. გვერდით მაგიდიდან კაცი კარნახობს – როგორ არ იცი, ჯორჯია რუსეთშია” – რას იხსენებს სინჯიკაშვილი?

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარება, სოციალურ ქსელში წერს:
“ძველი ამბავი გამახსენდა და… მირაფლორესში ქუჩის ჭადრაკი ძალიან პოპულარულია. პირდაპირ ასე, ქუჩაში თამაშობენ ყველანაირი ერის და ასაკის ხალხი. იქ მაღალი ხალხი ძაან უკვირთ და ავიტუზე თუ არა, ერთმა თმაგადალოკილმა პერუელმა ეგრევე დამიძახა ვითამაშოთო. ორი პარტია უმოწყალოდ რომ ვათრიე, მესამეს დაწყების წინ მკითხა საიდან ხარო. მეთქი საქართველო, ჯორჯია.
– აააჰ ამერიკა? – ეგრევე თითქოს მიხვდა, რატომ ვუგებდი 😂
– არა – ვეუბნები, საქართველო ქვეყანაა.
გვერდით მაგიდიდან ამათზე მაღალი და ჩემზე დაბალი თეთრი კაცი კარნახობს – როგორ არ იცი, ჯორჯია რუსეთშია.
ამაზე ცოფი, არაფერზე არ მემართება მართლა და ამ დროს, შემდეგი მაგიდიდან მაგიდიდან, მოხუცი, სათვალიანი პერუელი ამბობს – გეოგრაფია თუ არ გეცოდინებათ, მაგას ჭადრაკს ვერასოდეს მოუგებთ! საქართველო ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში. მათ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ. გიორგი ქინქლაძე და შოთა რუსთაველი ჰყავთ. საქართველო ღვინის სამშობლოა. მომიბრუნდა და მეუბნება – Gamarjoba megobari.
ეს კაცი, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, ნანდო როდრიგესი ბარანკოდან და არასოდეს ყოფილა ევროპაში.
ვიომეთ დაფაზე და მომიგო.
ჩემი აზრით,იმიტომ, რომ გეოგრაფია იცოდა!
იცოდა, რომ საქართველო, განა ევროპა გახდება. ისედაც ევროპაში არსებობდა, ახლაც ევროპაშია და მომავალშიც ასე იქნება!
აქ, საქართველოში კი რამდენმა არ იცის გეოგრაფია 😕 ძალიან ბევრმა.”
იტვირთბა....