ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა თბილისის საპროტესტო აქციების ფონზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა და ე.წ. საზღვართან ძალოვნები გაძლიერებულ მუშაობაზე გადაიყვანა.
“საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოები მსახურების გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანეს”. – თქვა მარიონეტი ლიდერის პრესსპიკერმა.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის “ამერიკული” ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.