ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“დგება დრო, როდესაც კერძო დამოკიდებულებები პირობითია. დავდგები ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ვინც ხალხს მოუსმენს და საკუთარი ზრახვით კი არა, ხალხის ნებით იმოქმედებს.
დღეს აპარტიული კი არ ვიქნები, დღეს ვიქნები გირჩიც და სტრატეგიაც, ნაციც და დროაც, ევროპული საქართველოც და ლელოც, ნებისმიერი, ვინც კერძო პარტიულ ვნებებს გაცდება და ხალხის ნებას აღიარებს და განასახიერებს.
პოლიტიკოსების გარეშე პროტესტი შედეგამდე ვერ მივა. საჭიროა თანამშრომლობა და პარტნიორობა.
პ.ს. არ მიფიქრია, რომ ცოლთან ერთად 2023 წელს მიტინგზე მომიწევდა დგომა. ჩვენი პაემანი დღეს რუსთაველზე შედგება. ჩემი ჯანმრთელობა რამდენადაც მომცემს საშუალებას, იმდენი ხანი ვიდგები.”