ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
რას იზამენ საკითხის მისაყუჩებლად?
1. ყველაზე ხმამაღლა იყვირებენ რომ ჩვენც გვინდა ევროპაო. თორნიკე შენგელია და კვარაცხელია რომ წერენ, ჩვენც მაგას ვუერთდებითო.
ეს მესიჯი ორ რამეზე იქნება გათვლილი:
ა) არ უნდათ ავტორიტეტული ადამიანების საპირისპიროდ დარჩნენ. კობახიძე რომ ერთს ამბობს და კვარაცხელია მეორეს, გასაგებია ვის ანიჭებს აქ რიგითი მოქალაქე უპირატესობას;
ბ) მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, რომ ეს კანონი ევროკავშირთან საბოტაჟისთვის არის მიღებული და დაბნეულია. ისინი უნდა დაარწმუნონ, რომ ევროკავშირი არაფერ შუაშია;
2. შეეცდებიან დროში გაწელონ მოვლენები, დაღალონ ხალხი;
3. სამიზნეში ამოიღებენ აქტიურ ტიპებს, ორგანიზატორებს და მათი დაკავებით ან ზოგის დაშინებით შეეცდებიან დრაივი წაართვან პროტესტს;
4. დაიწყებენ ავტორიტეტული ადამიანებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას (სპორტსმენებთან, მეცნიერებთან), ტკბილად და თბილად. ცოტა დაპირება, ცოტა დაბოლება, ვისთანაც ეს არ გაჭრის – შეშინება.
5. ომის, არეულობის და ნაცების საფრთხეზე ისედაც სულ ლაპარაკობენ. ეს გაგრძელდება და უფრო დრამატიზდება.
6. თუ ჩააწყნარებენ, შემდეგ კეტის თავში რტყმის გარეშე ყველაფერს იზამენ, რომ ქუჩაში მდგომი ის ნიჭიერი ხალხი წავიდეს ქვეყნიდან.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ასე მოკვდება მუხტიც, დემოკრატიაც და მერე ქვეყნიდან წასულები ჩვენს მშობლებთან რომ დავიწყებთ ფულის გამოგზავნას, აი იმ ფულით შეავსებენ ბიუჯეტს და იცხოვრებენ კარგად.
რომ შევაჯამოთ, ხელისუფლების ტაქტიკა იქნება პროცესების დროში გაწელვა და პროტესტის მქონე ხალხის თითო-თითოდ პროტესტიდან ჩამოშორება.
როცა მოწინააღმდეგე გეგმავს, შენც უნდა გეგმავდე მის საპირისპირო ქმედებას. ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, ახლა და უსწრაფესად არის ამათი ამბავი მოსამთავრებელი. დღეს რომ 100-150 ათასი ადამიანი მდგარიყო რუსთაველზე იმავე შემართებით, რითაც იქ მდგომნი იდგნენ, ეს ხელისუფლება დამთავრებული იქნებოდა. ვერ უშველიდა მას ვერანაირი სპეცრაზმი.
ხვალვე, ირაკლი კობახიძე უნდა გარბოდეს და მისდევდნენ. გარბოდეს სოლოლაკის აღმართზე იმ იმედით, რომ მბრძანებელი ერთ ადგილს მისთვისაც დატოვებს ვერტმფრენში.
ყველა მეცოდებით, ვინც ამ კანონს ხმა მიეცით. არ ვიცი რა უნდა ქნათ რომ ეს გამოასწოროთ და ადამიანებს დაემსგავსოთ. რა აზრი აქვს თქვენს ცხოვრებას.
მიშა ყაველაშვილები არ მეცოდებიან. დებილია და არ ესმის. მეცოდებიან ისინი, ვისაც კარგად ესმით – ნიკა სამხარაძეები. ალბათ იმაზე უარესი გრძნობა არ არსებობს საკუთარ თავზე გული რომ გერევა და საკუთარი სტუდენტების გრცხვენია.”