ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვახტანგ გომელაურის მასტერკლასი…ვამაყობთ” – ხალხის ძალის წევრი დარბევაზე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე შსს-ს მხრიდან, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას “გომელაურის მასტერკლასს” უწოდებს და წერს:

“ვახტანგ გომელაურის მასტერკლასი დემოკრატიულ მსოფლიოსაწი რაც არ უნდა მოხდეს, შსს-მ უშეცდომოდ იმუშავა. ვამაყობთ თქვენით!” წერს ის.შეგახსენებთ, ჩიბურდანიძის თანამოაზრეების ინიცირებული რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პოლიციამ გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი დაარბია, გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. მაშინ, როდესაც რობოკოპები მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდებოდნენ, პარლამენტიდან სახელისუფლებო დეპუტატებს მშვიდად აპარებდნენ.

იტვირთბა....