ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური, რომელმაც ცოლი სამშობიაროდ ამერიკაში ორჯერ წაიყვანა, “რუსულ კანონზე” ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატია

ალუდა ღუდუშაურმაც მოაწერა რუსულ კანონს ხელი. – აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა.
“ამ პარლამენტარმა თავისი ცოლი ორჯერ სამშობიაროდ წაიყვანა ამერიკაში და მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა. ამას უნდა, რომ ჩემმა შვილმა რუსეთის მონობაში იცხოვროს და მისმა შვილებმა მიიღონ ყველა ის პრივილეგია, რასაც მათ დემოკრატიული, თავისუფალი ამერიკის მოქალაქეობა მისცემს. იმედია, ამერიკის ვიზებს მაინც გაუუქმებენ ამ 76 რუსეთუმეს და ღუდუშაურის შვილებმა კი იარონ ამერიკაში, ნახონ თავისუფალი სამყარო, ღმერთმა გაუმარჯოს თავიანთ გზაზე, ოღონდ პუტინისტი მამის გარეშე. ფოტო დავამატე, სახეზეც რომ კარგად დავიმახსოვროთ.” , – წერს თაზო კუპრეიშვილი.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად გუშინვე გაიმართა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, თუმცა შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, “პროპორციული ძალა გამოიყენეს”.

იტვირთბა....