ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გაუვიდა ყავლი რელიგიური გრძნობებით თამაშს, ამ თაობას ვერ მოატყუებენ, ე.წ. სულიერი სიტყვებით“ – რას წერს მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„გაუვიდა ყავლი რელიგიური გრძნობებით თამაშს, ამ თაობას ვერ მოატყუებენ, ე.წ. სულიერი სიტყვებით… ისინი საქმით სხვას ხედავენ, სხვა რეალობა დაინახეს რუსეთში, აქაც, ჩვენ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ საბჭოური გადმონაშთია…ახალგაზრდა სასულიერო პირებმა კითხვა დაუსვან საკუთარ შვილებს, რომელ მხარეს ურჩევნიათ დგომა და პასუხებს გულწრფელად მოუსმინონ…რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იბრალებს მართლმადიდებლობას, მთავარია ვინ იცავს ქრისტეს მოძღვრებას…რუსეთმა ხომ დაგვანახა, ის შორს არის უფლის მცნებებისგან…იქ არასდროს იქნება სიმართლე, სადაც ახალგაზრების გულისტკივილს გავემიჯნებით და ზურგს ვაქცევთ…ეს არ არის მხოლოდ კანონის შედეგად გამოწვეული ომი, ეს იდეოლოგიური ომია…ამ ომში კი, საბჭოური გადმონაშთი განწირულია…ქრისტიანობა სიმართლის რელიგიაა, დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს…ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ვერ ვიტან იმ ხალხს, პირად საუბრებში სისტემას რომ მიწასთან ასწორებენ, მაგრამ პირისპირ თაფლის სანთლებივით რომ იღვრებიან…ასეთებს ყველაზე მკაცრი პასუხი გაეცემათ!..“

იტვირთბა....