ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაჯავრდი და განაწყენდი… საქართველო არის შენი” – ბესიკ ხარანაულის ლექსი მიმდინარე მოვლენებზე

მწერალი ბესიკ ხარანაული “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონპროექტებს ეხმაურება და წერს:
„შეძახილი
ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა,
ეს ბებერი
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ზოგი ტირის,
ზოგი ღნავის,
ლხინში არის დანარჩენი,
მაგრამ, სხვისი არავისი,
საქართველო არის შენი!
მძიმე ტვირთს რომ
ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი,
ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ჩემო ახალგაზრდა კაცო,
სახით შენით თავსაც შვენი,
და იმედს თუ ჩამინერგავ,
ტკივილებსაც მოვირჩენდი,
გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“ – ბესიკ ხარანაული
იტვირთბა....