ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ხუთი ქართველზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლი ხუთი ქართველი ჯარისკაცი რუსეთმა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულ ხუთ მოქალაქეს წარსულში რუსეთმა დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათივე ინფორმაციით, მათ მოპოვებული აქვთ მტკიცებულებები უკრაინის მხარეს მებრძოლი “ქართული ნაციონალური ლეგიონის” კიდევ 3  წევრის შესახებ, რომლებსაც იგივე ბრალდება აქვთ წაყენებული.

“უკრაინელების მხარეს დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც წარსულში დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან ერთად, მოპოვებულია მტკიცებულებები “ქართულ ნაციონალურ ლეგიონში” საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათაც მსგავსი ბრალდებები აქვთ წაყენებული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ამ დროისთვის ისინი “უცხო ქვეყნებიდან დაქირავებული მებრძოლების” დაჭერისთვის საჭირო მონაცემებს აგროვებენ.

იტვირთბა....