დეპუტატი, რომან გოცირიძე:
[su_quote] ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა “ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ აგენტების კანონით მედიის დაფინანსება იქნება გამჭვირვალე და ყველას ეცოდინება, რომელ ტელევიზიაში რამდენი ფული შემოდის და საიდან. ამ დროს, რატომღაც დაიწყო ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის ძებნა და “ჩამჭრელი” კითხვების დასმა. პასუხი არ ისმოდა ეთერში და მდინარაძემ დაცინვით გაახმოვანა-“აა, რეკლამიდან”?, ხელფასებს დაგვიანებით იღებთ”?, და ა.შ. ამას ყვება “იმედის” ეთერში, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიაა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს “იმედის” შემოსავალი იყო 28,74 მილიონი ლარი, ხარჯი 102,24 მილიონი ლარი, ზარალმა კოლოსალური თანხა, 73,5 მილიონი ლარი შეადგინა. ვინ დაფარა ეს ზარალი? ამ ტელეკომპანიის მესაკუთრემ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ანუ უცხოეთის “აგენტმა” და შეთავსებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორმა ირაკლი რუხაძემ. სხვათაშორის, ეს ტელეკომპანია რომ არ მოხვდეს აგენტთა სიაში, კანონპროექტში ჩაწერეს, რომ უცხოეთის მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქეცაა, მისი ფული არ იქნება “აგენტურულად” შეფასებული. “იმედის” ზარალი წარმოუდგენლად დიდია. კომუნიკაციის ეროვნულ კომისიის 2021 წლის ანგარიშში ანალოგიური ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. მდგომარეობა არც მაშინ და არც 2022 წელს იქნებოდა უკეთესი. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ მთავრობამ “იმედი ჰოლდინგს” ორიოდე წლის წინ მრავალი წლით გადაუვადა საბიუჯეტო დავალიანება 28 მილიონი ლარის ოდენობით.რეკლამიდან რა ფული უნდა შემოგდიოდეთო, ცინიკურად რომ მიაძახა მდინარაძემ “მთავარის” ჟურნალიტს, არ იცის ან არ უნდა რომ თქვას, რომ შემოდიოდა და თანაც როგორ, სანამ ნიკა გვარამიას დაიჭერდნენ. მისი დაჭერის მიზეზიც ხომ ტელევიზიის განადგურება იყო. 2021 წელს, მაუწყებლობის კომისიის ანგარიშით, მთელი სარეკლამო შემოსავლის 24,8 პროცენტი მოდიოდა ტელეკომპანია იმედზე (არაფერია იმ ხარჯებთან შედარებით, რასაც ეს ტელეკომპანია ეწევა), მეორე ადგილზე კი იყო “მთავარი”-18,6 პროცენტი (რაც ძალზე სოლიდიური შემოსავალია ამ კომპანიის ხარჯებთან შედარებით). ვინ ფარავს “მთავარის” ხარჯების ნაწილს, რომელიც სხვა კომპანიის ფართს იყენებდა და ისიც წაართვეს ახლახან მარიონეტი სასამართლოს ძალით)?-მისი დამფუძნებლები. ფინანსური ტრანსაქციები გამჭვირვალეა და ვერ დამალავ, როგორც ვერ თუ არ დამალა “იმედმაც”. ეს ინფორმაცია ძალიან კარგად მოეხსენება ფინანსთა სამინისტროს, ნადირაძის მიერ ამ თემის წამოწევა კი ტელევიზიაზე მორიგ შეტევად შეიძლება ჩავთვალოთ. აგენტების კანონის საჭიროების კონტექსტში კრიტიკული სატელევიზიო არხის მაგალითის მოხმება არის თავხედური თვითლუსტრაციის მაგალითი. სწორედ ამიტომ აუმხედრდა ამ კანონს ყველა შინ თუ გარეთ.კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას. მას სხვა უფლების გამოყენების შესაძლებლობაც აქვს-დროა მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას განთავისუფლების შესახებ.” [/su_quote]