ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხომ უნდა მიხვდეთ, რომ მარტო ხართ რუსულ კანონთან? – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს

ბიურო ევროპულ კნაონპროექტებს მიზანმიმართულად ბლოკავს, – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“ლელო” წევრმა შალვა პაპუაშვილს უთხრა, რომ “ოცნება” რუსულ კანონთან მარტოა და კიდევ უფრო მარტო დარჩება.

“10 დღეც არ სჭირდება რუსული კანონის მიღებას… რა რეგლამენტია ასეთი? ბიურო აკეთებს უსამართლოდ გზის გაკვალვას რუსული კანონისთვის და ევროპული კანონპროექტების დატორმუზებას. მე თქვენთან ერთადერთი კითხვა მაქვს, რიტორიკული, რა თქმა უნდა. აი, ის, რასაც ხედავთ და არ მოგწონთ, ეს რეაქციები რამ გამოიოწვია? რამ მოიყვანა ის ადამიანები პარლამენტთან, თქვენი ყოფილი კოლგებეი მათ შორის? რამ გამოიყვანა, რამ აალაპარაკა? უამრავი ჯგუფი, რომლებიც არც პოლიტიკურად მართულები არიან და არც ვინმეს მიერ მართულები. როცა ქალბატონი მზექალა შანიძე, როედსაც რისმან გორდეზიანი, როდესაც ბესიკ ხარანაული, როდესაცა ახალგაზრდები, პროფესორები, მასწავლებლები, სპორტსმენები, ხელოვანები გამოდიან და გეუბნებიან, რომ მათ უნდათ ევროპა და “არა რუსულ კანონს!” ხომ უნდა მიხვდეთ, რომ მარტო ხართ ამ რუსულ კანონთან? და დარჩებით კიდევ უფრო მარტო!”- განაცხადა ნაცვლიშვილ,]მა.

იტვირთბა....