ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ” – სამადაშვილი პაპუაშვილს

სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა.

მისი თქმით, პაპუაშვილმა გუშინ პარლამენტში ძალადობრივი ფაქტები ვერ აღკვეთა.

“ლელოს” წევრმა ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილს “შაპიტოს” დირექტორი უწოდა და გააფრთილა, რომ რუსული კანონის შედეგებს “ოცნება” მწარედ იწვნის.

“ბატონო შალვა, თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ამ პარლამენტში რაც ხდებოდა, ამას უყურებდით, მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმდჯომარე, იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. თქვენ რასაც დღეს აკეთებთ არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ, უსაფრთხოების ზომების გატარება. თქვენ ხართ უმცირესობაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცი აღმოსავლურ ორტთაბრძოლებშ თუ ერკვევით, მაგრამკ არსებიბს ასეთი „აიკიდო“ ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მითუფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ, გამოქანების პროცესში ხართ და გაკვირდებით როდის დაენარცხებით ძალიან მაწარედ მიწაზე, “- თქვა სამადაშვილმა.

იტვირთბა....