ბიუროს დღევანდელი სხდომა, სადაც “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს განიხილავენ, აქციის ფონზე ჩაივლის. კანონპროექტების მოწინააღმდეგეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დაიწყეს.
“არა რუსულ კანონს – ეს საკითხი გასცდა პარტიულ ჩარჩოებს და ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია აქტიურად ამ პროცესში, ვდგავართ ერთად და ვიბრძვით საქართველო ევროპულ მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ამას მშვიდობიანი მეთოდებით ერთად გავაპროტესტებთ და გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ უფლებას – სამართლებრივსაც, ქუჩისასაც , საერთაშორისოსაც, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.