პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
[su_quote] დღის ბოლოს ორი კონტრასტული ემოცია მაქვს – სინანულის , ტკივილის – პარლამენტის გარდაცვალების გამო და იმედიანი – ევროპული მომავლის დასაცავად გამოსული ახალგაზრდობის გამო ჩემთვის მძიმე სანახავია იმ პარლამენტის ასე გადათელვა , რომელსაც 8 წელი მივუძღვენი და ბრიტანული საპარლამენტო მოდელის ინსპირაციით – სიახლეებით , რეფორმებით ვაძლიერებდით. ეს რეფორმები სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათი რესურსით ტარდებოდა .ძალიან კარგად ახსოვს ეს წლები ამ ორგანიზაციებს , როგორც საუკეთესო თანამშრომლობა – USAID -ს, გაეროს ოფისს, ევროკავშირს , ევროპის საბჭოს , UNDP , UNlSEF , ვესტმისტერის ფონდი , GIZ ( შალვა პაპუაშვილი წარმოადგენდა ) , საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო , NDl, lRI და რომელი ერთი …სწორედ მათი ძალისხმევით საქართველო აღმოსავლეთ – პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო …ჩემი კომიტეტი( ადამიანის უფლებები , იურიდიულ საკითხთა ) ასევე საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტები – მართლაც 24 საათი ვმუშაობდით ევროპული ოჯახის წევრობისთვის …და დღეს რას აკეთებთ ???2016 წლის პარლამენტში ეს ,, უცხო ტომი “ ( კობახიძე- ოხანაშვილი- მდინარაძე – მათიკაშვილი – ზარდიაშვილი ..) რომ შემოალაგეს – და ჩემთვის გაუგებარი ლექსიკონით ალაპარაკდნენ – ვიკითხე ვინ არიან , საიდან მოიყვანეთქო???და დაიწყო შიგნით დიდი ჯანყი , რომლის მთავარი ხაზი სასამართლო რეფორმის შეჩერებაზე გადიოდა ! ამით კი ყველა სხვა სიკეთე იმარხებოდა ….და მერე გახსოვთ რაც მოხდა ….ამ ნაღმზე აფეთქვა თავად ოცნება !რაც ვთქვი ახდა და ყველაზე დრამატულია ის , რომ ეს ხანძარი პარლამენტიდან ახლა ქვეყანას გადადეს ….ყველა წესი და კანონი – მთავარი კანონით დაწყებული -გადათელეს !და მაინც იმედით ვასრულებ-დღეს ახალგაზრდობა და უფროსი თაობა ერთად იცავს ქვეყნის მომავალს !არ არსებობს ძალა , რომ ეს უღირსი უღელი დაიდგას თავზე ჩვენმა ქვეყანამ და არ არსებობს ძალა , რომელიც ჩვენ რუსეთში დაგვაბრუნებს !მე მჯერა , რომ ეს კანონპროექტიც და ეს მედროვეთა მტრული ძალა – ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული – მალე წარსულში დარჩება !არ დავიღალოთ და ყოველდღიურად ვუდარაჯოთ საკუთარ ქვეყანას! [/su_quote]