ჩეჩნეთის ლიდერს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს – გამოცემა Bild-ი ჩეჩნეთის ყოფილ ვიცე-პრემიერზე, ახმად ზაკაევზე დაყრდნობით წერს, რომ “პუტინის სასტიკი ბრძანებების შემსრულებელს თირკმლის პრობლემა აქვს”.
ზაკაევი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ კადიროვი მოსკოველ სპეციალისტებს არ ენდობა და ექიმი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოიყვანა.