ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, ვარკეთილში დაღუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში, კალოუბანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი, 22 წლის ბიჭი გიორგი ციმინტიაა.

როგორც „მეტრონომი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

“ავარია ვარკეთილში გარდაცვლილია 22 წლის გიორგი ციმინტია
ჩვენო თბილო და კეთილშობილო მიწამ როგორ უნდა მიგიღოს…
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
შეუდარებლად თბილი, უნიჭიერესი ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური…
ეს იყო შენი ბედი??
ეს ყველაფერი ამ ერთ ადამიანში იყო, რომელსაც ყველგან სითბო და სიყვარული შეჰქონდა… იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვიდა… გაგვივსო გულები სიყვარულით
და… წავიდა…
და გადაინაცვლა მარადიულობაში…
და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს….
ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი”
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 22 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…” , – წერს შოთო სიხარულიძე.
იტვირთბა....