ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიდეო: ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 23 მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები

კოჯაელის პროვინციაში, მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 23 ავტომობილი შეეჯახა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა 13 მსუბუქი ავტომობილი, 3 ავტობუსი და სატვირთო ავტომობილები.

შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....