ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაზულუქებულ ისტებლიშმენტს საქართველოს იზოლაციაში მოქცევა სურს – ხაბურზანია

„რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია ფეისბუკის პირად გვერდზე მწვავედ აკრიტიკებს პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება სურს.

„გაზულუქებული ისტებლიშმენტი, რომელიც ევროპის მაღალი კლასის კურორტებზე ისვენებს, რომლიც შვილებს ამერიკაში, ლონდონში და პარიზში აგზავნის სასწავლად, რომელიც არა მარტო სამედიცინო, არამედ ბიუთი პროცედურებსაც მხოლოდ ევროპაში იტარებს, აცვია ევროპული, უკეთია შვეიცარული საათები, ატარებს ევროპულ მანქანებს ან ინგლისურს და ამ ისტაბლიშმენტიდან ბევრს თვითონ აქვს ან ევრპული მოქალაქეობა ან ამერიკული პასპორტი.

აი, სწორედ, ეს ხალხი, ვინაიდან მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინგლისური და მეილების პასუხი არ იციან. არ იციან დანა-ჩანგლით სწორად ჭამა, არიან გოიმები და ამიტომ ვერ ინტეგრირდნენ ევროპელებთან, ვერ ახდენენ ეფექტურ კომუნიკაციას საქართველოს დასავლელ სტრატეგოულ პარტნიპრებთან. ახალი რუსებივით არიან იზოლირებული და დასაცინები, რა წამს საქართველოს საზღვრებს გარეთ გადიან, არცერთი ევროპელი მეგობარი ან ნაცნობიც კი არ ყავთ და ევროპაშიც რუსებს პოულობენ ან სხვა ჰომო-სოვეტიკუსებს.

აი ზუსტად ეს ხალხი, დღეს დანარჩენ 99%-ზე მეტ საქართველოს გვიკრძალავს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, თავისუფალ ურთოერთობას და ამით ისეთივე ყუმ იზოლაციაში უნდათ მოაქციონ საქართველო, როგორშიც თვითონ არიან მთელი თავისი გაუნათლებელი ცხოვრება“, — წერს გიორგი ხაბურძანია, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ ტელევიზიებში არაერთი მეგაპროექტი გაუკეთებია, მათ შორის, ნიჭიერი, პრაიმჰაუსი, მასტერშეფი და ა.შ.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და უკვე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

იტვირთბა....