„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
[su_quote] ამ ქვეყანაში აღარაფერი გამიკვირდება, ხვალ შეიძლება ფონიჭალელი წამლის ბარიგა გამოვიდეს და ნარკომანიის წინააღმდეგ გაილაშქროს, აჭარაბეთის მფლობელი გამოვიდეს და აზარტული თამაშები გააპროტესტოს, ვინმე მევახშე გამოვიდეს და ხალხის გამოსახლება გააპროტესტოს, ან გლდანელი როენა გამოვიდეს და პროსტიტუცია გააპროტესტოს… და რა თქმა უნდა ხალხი ბრმად მხარს დაუჭერს, იმიტომ რომ ძირითად მასას არც კარგი მახსოვრობა აქვს და არც გონების განძრევა და ფიქრი უყვარს, ამა თუ იმ აქტივობის უკან რა იმალება და რა შეიძლება იყოს მისი შეფარული მიზანი? ეს კანონიც იგივეა, 11 წელი მთელი პარლამენტი უცხო ქვეყნის დირექტივებით იმართებოდა და ახლაც იმართება, ჰოდა, ვინც ქვეყნის გარედან დირექტივებით იმართება, განა ის თვითონ არ გამოდის აგენტი?:) და თვითონ თუ აგენტია, აგენტების წინააღმდეგ იღებს კანონს?:) ხელისუფლების 11 წლის მანძილზე კი სწორედ არასამთავრობო სექტორთან ერთად თანამშრომლობით იქნა მიღებული ის მრავალი კანონი, რომელიც ხშირად უპირისპირდებოდა საზოგადოების დიდი ნაწილის ტრადიციული შეხედულებებსა და განწყობებს… მასის მარტივი ფრაზები კი უცვლელია, თუ შარშან იძახდნენ “აბა ვირუსი არ არსებობს?” დღეს კითხულობენ: “აბა აგენტები არ გამოვავლინოთ?:) თუ 30 წელია იმას ვერ მიხვდით ვინ ვინაა, ვერც აწი მიხვდებით. [/su_quote]