ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ კანონს ექნება ძალიან ცუდი შედეგი ქვეყნის მოსახლეობისთვის” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გადახედონ იცინირებულ კანონპროექტებს, რომლებსაც ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

დეგნანი ამბობს, რომ მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.

“აშშ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ არ გაატარონ ეს კანონმდებლობა, ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და საქართველოს ყველა მეგობარი ყველანი მოუწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გადახედილი. ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება ის იყოს გამოყენებული. მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მუშაობენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, გადახედონ ამ კანონმდებლობას”, – თქვა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....