ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არა რუსულ კანონს” – ამ წუთებში თსუ-სთან აქციას სტუდენტებიც მართავენ

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, სადაც სტუდენტები იმ კანონის განხილვას აპროტესტებენ, რომელიც “ხალხის ძალამ” დააინიცირა.

ახალგაზრდებმა ადგილზე დიდი ბანერიც გაშალეს წარწერით “არა რუსულ კანონს”.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს პარლამენტთანაც, სადაც სხვადასხვა შინაარსის ბანერები და პლაკატები აქვთ მიტანილი. მოთხოვნა უცვლელია – სახელისუფლებო პარტიამ უარი თქვას “რუსული კანონის” განხილვაზე.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. სხომაზე ადგილი ჰქონდა არაერთ დაპირისპირებას. ცოტა ხნის წინ სხდომიდან ოპოაზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

იტვირთბა....