ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან მიმდინარე აქციის მასშტაბები იზრდება

ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები “რუსული კანონის” განხილვას აპროტესტებენ. ადგილზე მომიტინგეებს სხვადასხვა წარწერებიანი და გამოსახულებიანი ბანერები აქვთ მიტანილი. პროტესტი სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს კანონი რუსულ საქმეს ემსახურება და საქართველოს ევროპული მომავლის ყველა კარს უკეტავს.

პარალელურად ხმაურია საკანონმდებლო ორგანოში, სადაც რუსული კანონის განიხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ერთადერთი ოპოზიციონერი – “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ესწრება. მანამდე. პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 

იტვირთბა....