ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს მარაზმი აგენტი მაშინ იყო როდესაც გრანტებს ჭამდა… მსუყე წილშია”- ვისზე წერს შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ე.წ. “აგენტების” შესახებ კანონპროექტის განხილვისას, უმრავლესობის წევრს, ნიკოლოზ სამხარაძესა და პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შორის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციონერ დეპუტატს “მარაზმ აგენტს” უწოდებს:

“ეს მარაზმი აგენტი მაშინ იყო როდესაც ოპოზიციას შეუძღვა პარლამენტში, კიდევ მაშინ იყო აგენტი ევრო–ფონდებიდან გრანტებს რომ ჭამდა და კიდევ იმიტომაა აგენტი, რომ დღემდე ბიძინას უშიშროების დაფინანსებაზეა ალავიძეების“ჩოგოვაძეების და კიდევ ბევრის ბიუჯეტიდან მოპარული მილიონებიდან მსუყე წილშია.” – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “აგენტების” კანონპროექტების განხილვა დიდი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა, მანამდე კი, ე.წ. “აგენტების” შესახებ კანონპროექტების განხილვას სხდომაზე, ისევე როგორც პარლამენტის დერეფანში ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

“მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი?!” – მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტების დაძაბული განხილვისას.

“თბილისის ჰამქრის” თავმჯდომარე ვიყავი. მერე ხომ კარგად გიხაროდათ გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა?! ჩემი და ჩემი მეგობრების ნერვების ხარჯზე! აგენტები ვიყავით და ჯაშუშები?! იმელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო აქციაზე, რამდენი იდექით ჩემთან ერთად მაშინ აქციაზე?!“ – თქვა ელისაშვილმა საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ელისაშვილს უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ და „დიდი პატივისცემა“ გამოუცხადა არასამთავრობო სექტორში საქართველოს სასიკეთოდ მომუშავე ადამიანებს.

იტვირთბა....