ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამათ რომ 1937 წელს ეცხოვრათ, საკუთარი ხელით დახვრეტდნენ “ხალხის მტრებსა” და “აგენტებს” – ზურა ბატიაშვილი

“ამათ რომ 1937 წელს ეცხოვრათ, საკუთარი ხელით დახვრეტდნენ “ხალხის მტრებსა” და “აგენტებს” – , ამის შესახებ ექსპერტი ზურა ბატიაშვილი წერს.
“ესენი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ IV საუკუნეში, წმ. ნინოს უცხო გავლენის აგენტად გამოაცხადებდნენ და ქრისტიანობის ქადაგებასაც აუკრძალავდნენ.
ამათ რომ XI საუკუნეში ეცხოვრათ, დავითს ეკლესიისა და მშვიდობის მტრად გამოაცხადებდნენ.
ესენი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ XIII საუკუნეში, შოთა რუსთაველს ანათემას გადასცემდნენ.
ამათ ერეკლეს დროს რომ ეცხოვრათ “იიი, ომი გინდა მეფეო?!”-ს ძახილით ტვინს გაღუნავდნენ.
ამათ ილიას დროს რომ ეცხოვრათ, პირველ ტყვიას სწორედ ესენი ესროდნენ.
ამათ რომ 1921 წელს ეცხოვრათ, ორჯონიკიძეზე ადრე შემოუძღვებოდნენ რუსულ არმიას საქართველოში.
ამათ რომ 1924 წელს ეცხოვრათ, აჯანყების გეგმას პირველები ესენი გასცემდნენ.
ამათ რომ 1937 წელს ეცხოვრათ, საკუთარი ხელით დახვრეტდნენ “ხალხის მტრებსა” და “აგენტებს”.
მაგრამ ისინი ცხოვრობენ დღეს და ქვეყნის საბოლოო დაღუპვა სურთ.
ჩვენი, ანუ საქართველოს მოქალაქეების ვალია, არ მივცეთ მათ საშუალება, დაასრულონ საქართველოს არსებობა!” , – წერს ბატიაშვილი.
იტვირთბა....