საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონსულტანტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ რუსული კანონი “არც დროულია და არც აუცილებელი”.
“არც დროულია და არც აუცილებელი, სრულიად ზედმეტი პრობლემაა. ვერ ვხედავ გულახდილად, რისთვის კეთდება, მაგრამ უკვე თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა, როდესაც ევროპის, ამერიკის, სხვადასხვა მხრიდან კითხვები ისმევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რეკომენდაციები, რომ მოდით, ამ საქმეს თავი დაანებეთო. გასაგებია, რომ ეს უკვე ნეგატიური რეაქციაა”, – თქვა მან.