თურქეთში კიდევ ერთი, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი. მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ პირველადი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.