ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს მკურნალი ექიმი შეუცვალეს

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძეს განცხადებით, გაითვალისწინეს მესამე პრეზიდენტის სურვილი და მისი მკურნალი ექიმი შეცვალეს.

ჩხაიძე ამბობს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან თამარ დავარაშვილის ნაცვლად ლუიზა შენგელია იმუშავებს.

“ის რაც განაცხადა ქალბატონმა თამარმა, რა თქმა უნდა, პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო რა თქმა უნდა, პაციენტის ინიციატივა და მე კიდევ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ჩანაცვლდა ახალი ექიმ-თერაპევტით, ესაა ქალბატონი ლუიზა შენგელია, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ვთქვი და მე იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს”, – თქვა ჩხაიძემ.

იტვირთბა....