ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად გარესამყაროს 4 სოფელი მოწყდა. კლდოვანი მასის ჩამოშლით სოფლებთან მიმავალი საავტომობილო გზა დაზიანდა.
ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. დროებით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი. ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი შეისწავლის და მათი დასკვნის საფუძველზე ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებიც დაიწყება .