გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ომში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ნარმანია გარდაიცვალა.
“სამწუხაროდ, ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ”, _ დაწერა ასევე უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველმა ვანო ნადირაძემ.
ცოტა ხნის წინ კი, დეკანოზმა ნექტარიოს მჭედლიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ნარმანია ცოცხალია.
“გიორგი ნარმანია ცოცხალია”, _ წერს დეკანოზი და მეომრის ფოტოს ავრცელებს.