ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაკავება არ მომხდარა იქ, სადაც მიიყვანეს. ის დააკავეს სხვა ლოკაციაზე, სასტიკად გაუსწორდნენ და მიიყვანეს სოფელ ჯიხაშკარში” – ესებუას ადვოკატის ხმაურიანი განცხადება

“დაკავება არ მომხდარა იქ, სადაც მიიყვანეს. ის დააკავეს სხვა ლოკაციაზე, სასტიკად გაუსწორდნენ და მიიყვანეს სოფელ ჯიხაშკარში” – ამის შესახებ ბადრი  ესებუას ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო! სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ბადრი ესებუა და მის ოჯახი ჰყავთ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, მათზე მიმდინარეობს არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ გააჩუმონ რათა არ გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ინფორმაცია, რომელსაც სავარაუდოდ ბადრი ესებუა ფლობს.
მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული, რომ მას უარი ეთქვა დაგვეცვა მისი უფლებები და გვებრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად.
ბადრი ესებუას დაკავება არ მომხდარა იქ სადაც მიიყვანეს. ის დააკავეს სხვა ლოკაციაზე, სასტიკად გაუსწორდნენ და მიიყვანეს სოფელ ჯიხაშკარში. მას ემუქრებიან და ევაჭრებიან თავისი ძმით რადგან ხმა არ ამოიღოს და არ უთხრას საზოგადოებას მთავარი სათქმელი.
ამ პროცესს სრულად მართავს სპეცსამსახურები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ რეალურად ბადრი ესებუას ინტერესების დამცველები მოეცილებინათ საქმიდან.
მე როგორც უფლებადამცველი, რომელიც მრავალი წელია ვიბრძვი ადამიანის უფლებებისთვის, სოციალური სამათლიანობისა და ღირებულებებისთვის, რაც არ უნდა მოხდეს ვერ გამაჩუნებენ, სათქმელს აუცილებლად ვეტყვი საზოგადოებას თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!” , – წერს ნიკა მემანიშვილი.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო. საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში სხდომა დღეს, 20 თებერვალს გაიმართება.

იტვირთბა....