რაც ნიშნავს საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს და გული აერევა და კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ საკვებს არ იღებს? – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა .
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია და ის საგანგაშო ზღვარზეა.
რაც ნიშნავს საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს და გული აერევა და კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ საკვებს არ იღებს?
მე განვაცხადე, ოდნავ მაინც ეჭვი რომ მქონდეს, რომ ის განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლებას არ მივცემდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსაენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნები და გამოხმაურებები არ წყდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უარზეა და ჯიუტად აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად არაა და ის საკვებს თავად არ იღებს.