ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აასრულეს სულაძაღლებული ხრუშოვის ოცნება – “საქართველო ქართველების გარეშე“ – სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“ხშირად ვუყურებ ხოლმე 1989 წლის 9 აპრილის კადრებს (რომლის მონაწილეც ჩემს მეგობრებთან და მშობლებთან ერთად ვიყავი ) ‼️
ვაკვირდები იმ სულისკვეთებას და გმირულ შემართებას,რომელიც მაშინ სუფევდა ‼️
და ამ ძველი კადრების შემხედვარე ერთი ფიქრი მიპყრობს – ნუთუ 1989 წელს სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეს გმირი ერი -შევარდნაძიდან დაწყებული და შემდეგ გაგრძელებული – ასე ადვილად აქციეს მხოლოდ გაძღომაზე და ფულის შოვნაზე მეოცნებე მასად ⁉️
უცხოელი ტურისტების მომსახურე პერსონალად , ყოველგვარი სულიერებისგან დაცლილ მოჯამაგირეებად – სადაც სამშობლო და თავისუფლება დასაცინ ცნებებად არის ქცეული ‼️
ვინც ღირსეული იყო – მათი დიდი ნაწილი გააქციეს სამშობლოდან და საქართველოში დარჩენილთა მხოლოდ 20% თუ ექნება შემორჩენილი ის სულისკვეთება,რომელიც 9 აპრილს სუფევდა ‼️
აასრულეს სულაძაღლებული ნიკიტა ხრუშოვის ოცნება – “ საქართველო ქართველების გარეშე “ ‼️
სისხლისგან იცლება ჩვენი სამშობლო, ჩვენს უნიჭიერეს და ნამდვილ ქართველებს აიძულებენ ემიგრაციაში ეძებონ გამოსავალი ‼️
ბოდიში ჩემო ქართველებო , ბოდიში ჩემო ემიგრანტებო – ბოდიში რომ ვერ შევძელით თქვენი დაცვა – ბოდიში რომ ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე თავმოყვარე ერი იმ მასად აქციეს, რასაც დღეს ვხედავთ ‼️
იტვირთბა....